მთავარიევროპაუკრაინა„ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა” - ზელენსკი

„ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ არმიას ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.

ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები საზღვართან ახლოს რუსეთის მხარეს აქტიურ სამხედრო ოპერაციებს წარმატებით აგრძელებენ. მისი განცხადებით, უკრაინის მთავარი მიზანი უცვლელია, რუსული აგრესიისგან დაიცვას საკუთარი მიწა და მოსახლეობა.

„მტრის ტერიტორიაზე საზღვართან ახლოს ვაგრძელებთ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. მთავარი მიზანი უცვლელია: რუსი ოკუპანტებისაგან მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მიწა და ჩვენი მოსახლეობა სუმისა და ხარკივის რეგიონებში.

მთავარსარდალმა მოგვახსენა ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედების შესახებ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ე.წ. „ნაცრისფერ ზონასა“ და უშუალოდ მტრის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, რომ კურსკის რეგიონში ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და გამძლეობის წყალობით – მთელი კურსკის ოპერაციის წყალობით – ჩვენ მოვახერხეთ ზეწოლის შემსუბუქება სხვა ფრონტებზე, განსაკუთრებით, დონეცკის რეგიონში. უმნიშვნელოვანესია ფრონტის ხაზზე ოკუპანტების მიერ გამოყენებული ნებისმიერი ტექნიკა გავანადგუროთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend