მთავარიმსოფლიომსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში 15 ქვეყნის მასშტაბით სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა 1,500-ს გადააჭარბა – უმეტესობა ახლო აღმოსავლეთშია აღრიცხული.

ანგარიშის თანახმად, ორგანიზაცია სიკვდილით დასჯის საერთო ზრდას, ძირითადად, ირანში, ერაყსა და საუდის არაბეთში არსებული ვითარებით ხსნის. ჯამში ეს სამი ქვეყანა სიკვდილით დასჯის აღრიცხული ინციდენტებიდან 90%-ზე – სულ 1,380 შემთხვევაზეა პასუხისმგებელი. დასჯის უკიდურესი ფორმის აღსრულების მაჩვენებელი თითქმის გაოთხმაგდა ერაყში და გაორმაგდა საუდის არაბეთში.

როგორც Amnesty International წერს, ეს რიცხვი არ მოიცავს ათასობით ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს ჩინეთში, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნად რჩება. მაჩვენებელი არ მოიცავს არც ჩრდილოეთ კორეისა და ვიეტნამის მონაცემებს, რომლებიც მიიჩნევა, რომ სიკვდილით დასჯას ხშირად მიმართავენ.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მონაცემების გაზიარებაზე უარი განაცხადა, რის გამოც სავარაუდოა, რომ სიკვდილით დასჯილთა რეალური რიცხვი რამდენიმე ათასით აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. Amnesty International-ის თანახმად, 2024 წელს ქვეყნები სიკვდილით დასჯას საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესების ყალბი საბაბით მიმართავდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend