თბილისში Justin Timberlake-ს კონცერტი გაიმართება. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.
Justin Timberlake მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მსოფლიოს მასშტაბით, მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლია გაყიდული.
არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილ ბოიბენდში, NSYNC-ში დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
Justin Timberlake- ს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში Starring Georgia-ს პროექტების მენეჯერმა, ციცი იაშვილმა ისაუბრა.