კატეგორიები

აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შაბათს პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე.

ისრაელის პრემიერი პირველი ლიდერია, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მას შემდეგ ეწვია, რაც ტრამპმა მსოფლიო მასშტაბით ტარიფები დააწესა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მ უკვე დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები ირანთან და ეს გაგრძელდება შაბათს, როდესაც დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ აღმოფხვრის ისრაელის სავაჭრო დეფიციტს შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც მის ქვეყანას გასულ კვირას 17%-იანი ტარიფი დაუწესდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის  მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს და გააუქმოს ის სავაჭრო ბარიერები, რომელთა დაწესებაც. მისი თქმით, არ იყო აუცილებელი.

ნეთანიაჰუმ  და ტრამპმა განიხილეს ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხიც. პრემიერმა  დასძინა, რომ ისინი ახლა სხვა, ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ.

ამავდროულად, ასობით ისრაელელმა თელავივში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის პოლიტიკასა და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას ეწინააღმდეგებიან.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები