მთავარიაზიაღაზაღაზაში ისრაელის იერიშს 32 პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის იერიშს 32 პალესტინელი ემსხვერპლა

კვირას ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვია.

ისრაელმა სამი კვირის წინ „ჰამასთან“ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის გამო განაახლა საბრძოლო მოქმედებები.

მას შემდეგ რეგიონში ყოველდღიურად მიმდინარეობს  სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები, რომლებსაც უკვე ემსხვერპლა 1000-ზე მეტი ადამიანი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ 50 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

კვირას ისრაელმა სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში ერთ-ერთ კარავსა და საცხოვრებელ სახლზე მიიტანა იერიში, რასაც ხუთი მამაკაცის, ხუთი ქალისა და ასევე ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდასხმა იყო ასევე ჩრდილოეთში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე, სადაც ოთხი პალესტინელი დაიღუპა. ქალაქ ღაზაში კი საცხობზე მიტანილ იერიშს ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა,  მათ შორის სამი ბავშვი.

თავდასხმების პარალელურად  ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრისთვის  ემზადება.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაწოდებს უახლეს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და  მასთან ერთად ომის შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend