წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის ახალ ინიციატივას იწყებს.
შავი ბაზრის შესახებ ინიციირებული პროექტის მიზანია, მაქსიმალურად შეამციროს ის ზიანი, რომელიც გამომცემლებსა და ავტორებს წიგნების უკანონო ბეჭდვისა და რეალიზაციის შედეგად ადგებათ. თემის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ ისაუბრა.