კატეგორიები

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ორგანიზაცია გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოდროინდელ, დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო რეგულაციებს.

„შეშფოთებულები ვართ მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონებითა და დადგენილებებით, რომლებიც კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობასა და სამოქალაქო სივრცეს, ასევე ზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – წერია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ქართული ოცნების“ მიერ 1-ელ აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიულად აფასებენ ევროკომისია, ვენეციის კომისია, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. დასავლური ქვეყნების საელჩოები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, გააუქმოს მოქმედი რეგულაციები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

დაკავშირებული ამბები
რუსული მხარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიშების შესახებ იუწყება მოსკოვი ადასტურებს მალიში რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ წევრებს შორის დანაკარგებს
სხვა ამბები