კატეგორიები

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პროგრამა საქართველოს რეგიონების გაძლიერებისთვის

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პროგრამა საქართველოს რეგიონების გაძლიერებისთვის

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის 7 მილიონ-ნახევარი ევროს კონტრიბუციით  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს 4-წლიან პროგრამას სახელწოდებით „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი”. პროგრამის პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

პროგრამა მიზნად ისახავს, გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში: გურიაში, იმერეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის გრძელვადიანი მიზანია, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირება და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის“ ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა და პროექტის რეგიონულმა ექსპერტმა ზურა წიგნაძემ ისაუბრეს.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები