კატეგორიები

ავტომობილებზე ახალი ტარიფები შესაძლოა უახლოეს დღეებში ამოქმედდეს

ავტომობილებზე ახალი ტარიფები შესაძლოა უახლოეს დღეებში ამოქმედდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ამ კვირაში ავტომობილებსა და მათ ნაწილებზე დამატებითი გადასახადები დააწესოს. ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორი ამ სფეროში — გერმანია — შესაძლოა მილიარდობით ევროთი დაზარალდეს.

გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის განცხადებით, ამერიკული ქარხნები დიდწილად დამოკიდებული არიან მომწოდებელ კომპანიებზე, განსაკუთრებით კანადასა და მექსიკაში.

„თუ ტარიფები ამოქმედდა, ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, პირველ რიგში კი, ამერიკელი მომხმარებლისთვის. ეს საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობასა და დასაქმებასაც კი როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. დღეს გამოსავლის პოვნა აუცილებელია. თვითონ ამერიკელი მწარმოებლებიც კი ეწინააღმდეგებიან ამ ტარიფებს. ამიტომ ევროკავშირმა უნდა დაანახოს მზაობა შეთანხმებაზე, მაგრამ, იმავდროულად, უნდა აჩვენოს, რომ ძლიერი და თავდაჯერებული იქნება,  თუ შეთანხმება ვერ შედგება”, – განაცხადა გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის წარმომადგენელმა სიმონ შუცმა.

გერმანელი ავტომწარმოებლები აქტიურად მუშაობენ ამერიკის ბაზარზე, სადაც 140,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ისინი წელიწადში აწარმოებენ 900,000-ზე მეტ ავტომობილს, რომელთა ნახევარი ექსპორტზე გადის.

როგორც კომპანია Audi-მ Euronews-ს განუცხადა, „ფოლკსვაგენი“ იმედოვნებს, რომ სავაჭრო პარტნიორებს შორის შედგება კონსტრუქციული დიალოგი. კომპანიამ ბოლო წლებში აშშ-ში 14 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მათთვის მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა.

ტრამპის გადაწყვეტილებების შეცვლის გამო ბაზრებზე  გაურკვევლობაა. კომპანიები სავაჭრო ომსა და რეცესიის საფრთხეებზე საუბრობენ.

Related news
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება ირანში ომის ფონზე აშშ-ის კონტრტერორისტული ორგანიზაციის დირექტორი გადადგა
სხვა ამბები