კატეგორიები

თბილისის წიგნის ბაზრობა

თბილისის წიგნის ბაზრობა
10-13 აპრილს ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის ბაზრობა, რომლის ორგანიზატორიც ახლად დაფუძნებული საქართველოს წიგნის ასოციაციაა.

ოთხდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას 19 გამომცემლობა და წიგნის მაღაზია მიიღებს, მათ შორისაა გამომცემლობები „ინტელექტი” და „არტანუჯიც”, რომლებიც წიგნის ბაზრობაზე ახალ სერიებს, მსოფლიო ბესტსელერებს, თანამედროვე ქართველი ავტორების ახალ წიგნებს, საბავშვო ლიტერატურასა და სხვა სიახლეებს შესთავაზებენ მკითხველს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამომცემლობა „ინტელექტის” მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ და „არტანუჯი ბავშვებისთვის” პროექტების კოორდინატორმა ლიკა ჭალაგანიძემ ისაუბრეს.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები