2024 წლის ბოლოს საქართველოში საპენსიო აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდი ლარი იყო – საპენსიომ სააგენტომ გასული წლის საინვესტიციო შედეგები შეაჯამა და წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
საპენსიო სააგენტო სამ საინვესტიციო პორტფელს მართავს, რომელშიც 1.4 მილიონი მოქალაქის დანაზოგებია ინვესტირებული. სად არის დაბანდებული მოქალაქეების თანხები – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ ისაუბრა.