კატეგორიები

პუტინმა ჯარში დამატებით 160 000 მოქალაქე გამოიძახა

პუტინმა ჯარში დამატებით 160 000 მოქალაქე გამოიძახა
ვლადიმერ პუტინი სამხედრო სამსახურში დამატებით 160 000 მოქალაქეს იძახებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჯარში გაწვეულები არიან მამაკაცები 18-დან 30 წლამდე. პუტინის ახალი ბრძანება, რომელიც მოქმედების ვადა 1 აპრილიდან 15 ივლისამდეა, ემთხვევა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელსაც აშშ შუამავლობს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ რუსეთი აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, რადგან ის ამზადებს ახალ მასიურ შეტევას, რათა დაიკაცოს მეტი უკრაინული მიწა “რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების” დაწყებამდე.

„ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის სუმის, ხარკოვისა და ზაპორიჟჟიის რეგიონებში“, – თქვა ზელენსკიმ გასულ კვირას.

დაკავშირებული ამბები
სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები კიბერთავდასხმებს ამზადებენ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები