მთავარიაზიაღაზაისრაელმა გააფართოვა სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ღაზაში

ისრაელმა გააფართოვა სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ღაზაში

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია. უსაფრთხოების ბუფერული ზონის შესაქმნელად მისი სამხედროები  რაფაჰში, კერძოდ, ალ-ჯენინის უბანში შევიდნენ.

თავდასხმა გრძელდება ასევე სექტორის სხვა ნაწილებზეც. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით ანადგურებენ „ჰამასის“ აქტივებსა და ინფრასტრუქტურას.

შუამავლები კვლავ ცდილობენ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმონ. როგორც ცნობილია,  ისრაელმა ორი კვირის წინ განაახლა სამხედრო მოქმედებები ღაზაში.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან მიიღო ეგვიპტისა და კატარის მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომელიც დროებით მშვიდობას ითვალისწინებს.

შეთანხმების მიხედვით,  „ჰამასმა“ ხუთი მძევალი უნდა გაათავისუფლოს დახმარების განახლების, ერთკვირიანი სამშვიდობო ზავისა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

თავის მხრივ, ისრაელმაც წარადგინა შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით თავისი წინადადება,  თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

იმავდროულად, „ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი  ისრაელს შესაბამისი პასუხით ემუქრება, თუ ის არ შეწყვეტს თავდასხმებს ლიბანზე,

ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პირველმა ისრაელმა მიიტანა იერიში ლიბანის დედაქალაქზე.

ქასემის თქმით, „ჰეზბოლა“  იძულებული გახდება, ალტერნატიულ საშუალებებს მიმართოს იმ შემთხვევაში,  თუ ისრაელი არ დაიცავს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend