მთავარიამერიკააშშმოსამართლემ ამერიკელ მაღალჩინოსნებს Signal-ში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა აუკრძალა

მოსამართლემ ამერიკელ მაღალჩინოსნებს Signal-ში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა აუკრძალა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ხუთშაბათს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოსთხოვა შეინახონ ის ტექსტური შეტყობინებები, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები ჟურნალისტის თანდასწრებით განიხილავდნენ იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო თავდასხმის გეგმის დეტალებს.

აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს აუკრძალა Signal-ის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების განადგურება.

ცნობებმა იმის თაობაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები Signal-ზე სამხედრო ოპერაციის კონფიდენციალურ დეტალებს განიხილავდნენ, ვაშინგტონში სერიოზული კითხვები გააჩინა ეროვნული საკითხებთან დაკავშირებით.

ამ „ჩატის“ არსებობა კი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა შემთხვევით საუბარში დაამატა ჯეფრი გოლდბერგი, ჟურნალის Atlantic-ის მთავარი რედაქტორი.

შეტყობინებები მოიცავდა ისეთ დეტალებს როგორებიცაა:  F-18 გამანადგურებლების გაშვების დრო, პირველი ბომბების ჩამოგდების დრო და საზღვაო რაკეტების გაშვების წერტილები.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ამბის გამო არ აპირებს, დაითხოვოს არც ერთი ოფიციალური პირი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend