მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიგია ყანჩელის „…და არს მუსიკა”

გია ყანჩელის „…და არს მუსიკა”

ლეგენდარული გია ყანჩელის ერთადერთი ოპერა „…და არს მუსიკა“ მალე გერმანიაში, ბონის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგმება.

ეს ოპერის მესამე პრემიერაა და იგი 15 ივნისს შედგება. „…და არს მუსიკა“ საქართველოში 1984 წელს დაიდგა. 90-იანი წლების ბოლოს, ის გერმანიაში, ვაიმარში დადგეს, მას შემდეგ კი, ამ ოპერით სიამოვნების შესაძლებლობა აღარ ჰქონიათ მუსიკის მოყვარულებს.

რატომ გაქრა ეს ოპერა სცენიდან და როგორ მოხვდა იგი იმ მივიწყებულ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც ახლა გერმანიის თეატრალური სცენიდან გააგრძელებს სიცოცხლეს?

მუსიკისმცოდნეობის დოქტორი ნათია დეკანოსიძე გვესაუბრება, გია ყანჩელის ამ განსაკუთრებული და მეტად საინტერესო მემკვიდრეობის თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend