„თბილისის საავადმყოფოებში გრიპის ვირუსთან ერთად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დომინირებს” – ეს განცხადება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ ვირუსმა გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა და მისი წილი ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა.
რა გართულებებს იწვევს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
