პირველი აპრილიდან თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა.
როგორც ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, შეფუთვაზე მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება სამედიცინო გაფრთხილებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
რატომ არის სადა შეფუთვა უფრო ეფექტური და როგორია საქართველოში თამბაქოს გამოყენების სტატისტიკა – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
