მთავარიამერიკააშშCIA-ის დირექტორი აცხადებს, რომ დახურული მიმოწერა Signal-ში არ მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას

CIA-ის დირექტორი აცხადებს, რომ დახურული მიმოწერა Signal-ში არ მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოხვდა მედიის წარმომადგენელი „სიგნალის“ ჯგუფურ მიმოწერაში, რომელშიც აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ განიხილებოდა იემენში ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმა.

სენატში გამოკითხეს დემოკრატი სენატორების მიერ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, რომლებიც უარყოფენ, რომ მიმოწერა მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას.

„სენატორო, მინდა დავაზუსტო, რომ „სიგნალის” გამოყენება დაშვებულია სამსახურებრივი კოორდინაციისთვის იმ პირობით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, ასევე ჩაწერილია ოფიციალური არხებით. ეს იყო პროცედურები, რომლებიც შესრულდა კიდეც. ჩემმა თანამშრომლებმა ყველაფერი წესების მიხედვით გააკეთეს. პირადად ჩემი საუბარი „სიგნალის” მიმოწერაში იყო დასაშვები და კანონიერი და არ მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას”, – განაცხადა CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend