კატეგორიები

26 მარტს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს

26 მარტს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს

დღეს, 26 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავა. ემანუელ მაკრონი მას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. შეხვედრაზე განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს. როგორც აქამდე არაერთხელ ითქვა, ამისთვის პარიზი მზადაა, გაგზავნოს ჯარები უკრაინაში.

გავრცელებული ცნობებით, მაკრონი და ზელენსკი ასევე ისაუბრებენ ე.წ. მსურველთა კოალიციის თაობაზეც. ეს იმ ქვეყნების ერთობაა, რომლებიც საფრანგეთთან ერთად მზად არიან, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ.

ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა წინ უძღვის მსურველთა კოალიციის სამიტს, რომელიც ასევე პარიზში 27 მარტს გაიმართება.

მოლაპარაკებების ინიციატივა პარიზსა და ლონდონს ეკუთვნის. სწორედ ეს ორი ქვეყანაა ევროპის წამყვანი ძალა, რომელიც დასავლელ მოკავშირეთა კოალიციას უდებს საფუძველს სამომავლოდ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები