მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმია ტერიტორიებს იბრუნებს

უკრაინის არმია ტერიტორიებს იბრუნებს

უკრაინის არმია აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ბელგოროდის ოლქის საზღვრისპირა რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” იუწყება, რუსული ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ რამდენიმე მიმართულებიდან.

კვლევითი ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ პოპოვკისა და დემიდოვკის ფლანგებზე. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკშიც, თუმცა „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების წინსვლის გარეშე.

კურსკის ოპერაციის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს რუსული ქვეითი ძალის თავშეყრის რაიონზე, რის შედეგადაც, მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსეთის არმიას. რაც შეეხება ბელგოროდის ოპერაციას, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად, ბელგოროდში ორი საბრძოლო – კა 52 და ორი მი-8 ტიპის სადესანტო ვერტმფრენები გაანადგურეს. გარდა ამისა, სამხედრო ბლოგებზე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინულმა არმიამ კვლავ წინ წაიწია დონეცკის ფლანგზე, სადაც რამდენიმე თვეა, რუსეთის არმია ცდილობს დასახლება პოკროვსკის დაკავებას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ყოველდღიურ მიმართვაში აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 165 რუსულ იერიში მოიგერიეს.

ხარკივის მიმართულებით რუსეთი ცდილობდა ჩვენი პოზიციების გარღვევას, თუმცა უშედეგოდ. ერთ დღეში თავდაცვის ძალების ავიაციამ და სარაკეტო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ადგილებს 15-ჯერ დაარტყეს. მათ შორის გავანადგურეთ ერთი სამეთაურო პუნქტიც, საერთო ჯამში ერთ დღეში რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს 1180 ჯარისკაცი, 5 ტანკი, 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 61 საარტილერიო სისტემა“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ანდრიი სმიიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend