ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და UNICEF-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს წითელას შემთხვევათა 40%-ზე მეტს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2025 წლის 6 მარტის წინასწარი მონაცემებით წითელას შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა. რა გახდა წითელას შემთხვევების ზრდის მიზეზი და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იმუნიზაციის სპეციალისტმა, დავით რამინაშვილმა ისაუბრა.
