კატეგორიები

სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთი უკრაინაზე ავიაიერიშებს განაგრძობს

სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთი უკრაინაზე ავიაიერიშებს განაგრძობს
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სუმიზე საჰაერო იერიში 24 მარტსაც მიიტანეს. ბომბები ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ სახლებსა და სკოლის შენობას დაეცა.

ქალაქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, რუსული იერიშების შედეგად დაშავდა 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი.

„მტერმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანა. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, ასევე სკოლა. ბავშვები თავშესაფრებში იყვნენ გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვოლოდიმირ არტიუხი.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიშები საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მიიტანა. მხარეები ქალაქ ერ-რიადში ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის გზებს განიხილავენ.

კრემლმა საჰაერო იერიში კიევზე კვირას 23 მარტის დილითაც მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები