მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისამოქალაქო ორგანიზაციების ცხელი ხაზი მოქალაქეთა დასახმარებლად

სამოქალაქო ორგანიზაციების ცხელი ხაზი მოქალაქეთა დასახმარებლად

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების  ქსელის ცხელი ხაზის  საშუალებით საპროტესტო აქციების მონაწილეები აქტიურად იღებენ სამართლებრივ დახმარებას.

2024 წლის 19 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე ქსელის ცხელ ხაზზე 1000-ზე მეტი შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება, 880-ზე მეტ პირს კი უკვე გაუწიეს სამართლებრივი დახმარება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სამოქალაქო ორგანიზაციების ცხელი ხაზს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართავენ დემონსტრანტები, ჟურნალისტები და საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ის პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამსახური პოლიტიკური შეხედულებების გამო დაკარგეს.

ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ვერიკო ჯგერენაიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend