მთავარიევროპაუკრაინასაუდის არაბეთში მოლაპარაკებამდე რუსეთმა კიევი დაბომბა

საუდის არაბეთში მოლაპარაკებამდე რუსეთმა კიევი დაბომბა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. ავიადარტყმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

რუსეთმა უკრაინას საუდის არაბეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინ შეუტია.

მხარეები მოლაპარაკებებს აშშ-ის შუამავლობით 24 მარტს გამართავენ, სადაც შორ მანძილზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერების საკითხს განიხილავენ. თუმცა უკრაინის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგიანი არ იქნება.

„შემიძლია მრავალჯერ გავიმეორო – რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის იტყუებიან. ყველაფერს, რასაც გვპირდებიან, მხოლოდ დაპირებად რჩება. ისინი არასოდეს შეასრულებენ იმას, რასაც ამბობენ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ათეულობით წლებია, საუკუნეებია ვხედავთ. რუსებთან რამეზე ხელმოწერას აზრი არ აქვს. ასევე ძალიან უსიამოვნოა, რომ ახლა შეერთებულ შტატებს ჩვენი ნაკლებად ესმის”, – ამბობს კიევის მკვიდრი, იჰორ ვასილჩენკო.

კიევში რუსული ავიაიერიშები ხუთ საათზე დიდხანს გრძელდებოდა. კიევის მოსახლეობის მეორე ნაწილი კი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, საჰაერო იერიშები შეწყდება.

„საშინელი შეგრძნება იყო. არ მინდა ასე გაგრძელდეს. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების შედეგად უნდა დასრულდება. ველოდებით, სხვა რა შეგვიძლია? ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასრულდება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იქნება”, – ამბობს კიევის მკვიდრი დმიტრო ზაპადნია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე გაანადგურეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები. ჩამოგდებული აპარატების ნამსხვრევები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend