მთავარიევროპაუკრაინა„ატომური ელექტროსადგურები უკრაინელ ხალხს ეკუთვნის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„ატომური ელექტროსადგურები უკრაინელ ხალხს ეკუთვნის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის ატომური ელექტროსადგურები უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას მას, სავარაუდოდ, შესთავაზა, რომ განიხილოს უკრაინის ელექტროსადგურების შეერთებული შტატებისთვის გადაცემა მათი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ ამერიკული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. თუმცა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინელ ხალხსა და სახელმწიფოს ეკუთვნის.

„ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. ეს სახელმწიფო ატომური ელექტროსადგურია და არა კერძო. უკრაინაში ატომური ენერგია ასე მუშაობს. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა, რას ვფიქრობდი ატომურ ელექტროსადგურების თემაზე. მე ვუთხარი, რომ თუ სადგურები უკრაინული არ იქნება, მაშინ ის სხვისთვისაც ვერ იმუშავებს, რადგან ეს უკანონოა.

ჩვენ ასე ობიექტების სხვისთვის გადაცემა უბრალოდ არ შეგვიძლია, რადგან ის სახელმწიფო საკუთრებაა. თუ ამერიკელები ფიქრობენ ამ ვითარებიდან გამოსავალზე და სურთ ობიექტის რუსებისგან დახსნა და ასევე ინვესტირება და მისი მოდერნიზება, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ მზად ვართ ამის განსახილველად, მაგრამ გადაცემის საკითხზე ნამდვილად არ გვისაუბრია პრეზიდენტ ტრამპთან”, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend