საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5%-ით, ანუ 173 ლარით გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი – 4000 ლარზე მეტი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში იყო.
ამასთან, ქალების ხელფასი ტრადიციულად ჩამორჩება კაცებისას. კერძოდ, საქსტატის თანახმად, 2024 წლის მე-4 კვარტალში კაცები ქალებზე საშუალოდ 875 ლარითა და 30 თეთრით მეტს გამოიმუშავებენ. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეკონომისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა.
