მთავარიამერიკააშშტულსი გაბარდი: დონალდ ტრამპი რეალიზმსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებული სტრატეგიით მშვიდობის ერთგული რჩება

ტულსი გაბარდი: დონალდ ტრამპი რეალიზმსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებული სტრატეგიით მშვიდობის ერთგული რჩება

„დონალდ ტრამპი რეალიზმსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებული სტრატეგიით მშვიდობის ერთგული რჩება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა ნიუ-დელიში, Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტულსი გაბარდის თქმით, დონალდ ტრამპი ამერიკელმა ხალხმა თეთრ სახლში იმიტომ დააბრუნა, რომ მან საკუთარი კამპანიის ღერძად სწორედ მშვიდობისადმი ერთგულება აქცია.

„დონალდ ტრამპი რეალიზმსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებული სტრატეგიით მშვიდობის მიღწევის ერთგული რჩება. მშვიდობის ძალით დაცვა, რაზეც ის ძალიან ხშირად საუბრობს, მოითხოვს ძლიერ ლიდერობას და არსებული გლობალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების რეალისტურად და საზრიანად გაანალიზებას.

სწორედ ასეთი მომენტები უბიძგებს ლიდერებს, დაიცვან ინტერესები, რომლებიც ჩვენზე და მომავალ თაობებზე გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, როგორც ვნახეთ, უბრალოდ მშვიდობისკენ მოწოდებაც ხშირად თავდასხმებსა და ცილისწამებას იწვევს. ამის იდეალური მაგალითია პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია.

„დონალდ ტრამპმა მისი კამპანიის საყრდენად მშვიდობისადმი ერთგულება, მისი ლიდერობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ადამიანების ხოცვის შეჩერება, მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული ომის თავიდან აცილება აქცია. და ამის გამო მას თავს დაუნდობლად დაესხნენ არა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტები და მედია, არამედ სხვებიც ამერიკის საზღვრებს მიღმა. ამ თავდასხმებისა და ცილისწამების მიუხედავად, ამერიკელმა ხალხმა მას თეთრ სახლში დაბრუნებისთვის ხმა მისცა“, – განაცხადა ტულსი გაბარდმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend