კატეგორიები

ფოლკლენდის კუნძულზე მობინადრე ფრინველებს საფრთხე ემუქრებათ

ფოლკლენდის კუნძულზე მობინადრე ფრინველებს საფრთხე ემუქრებათ
ბუნების დაცვის სამსახური ფოლკლენდის კუნძულებზე პინგვინების პოპულაციის კლების გამო გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

სამსახურის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება სამხრეთ ატლანტიკური არქიპელაგის მასშტაბით მილიონზე მეტი ფრინველის საცხოვრებელ არეალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნალექის შემცირებაა, რაც ფოლკლენდის კუნძულების ტორფიანი ნიადაგის შრობას იწვევს. გარდა ამისა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ცხვრების საძოვარზე გაშვების გამო ნიადაგის ძლიერი ეროზიაა დაწყებული.

„კლიმატის გამო მიწები, რომლებზეც ვმუშაობთ, დამშრალია. ვხედავთ ტყის ხანძრების მომრავლებულ შემთხვევებს და თუ როგორ იხოცებიან ბუდეებზე მჯდომარე ალბატროსები. ამრიგად, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ფოლკლენდის ბუნების დაცვის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, ესთერ ბერტამი.

კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ტყის ხანძრების გაჩენას, რაც ველურ ბუნებას ანადგურებს.

შესაბამისი კვლევითი სამსახურების საქმიანობის მთავარი მხარდამჭერი დიდი ბრიტანეთი, თუმცა ბუნების დამცველები შიშობენ, რომ დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს, რაც ფოლკლენდის კუნძულების ისედაც მყიფე ეკოსისტემას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის.

გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის საკითხების დეპარტამენტმა, რომელიც დაფინანსების პროგრამას ზედამხედველობს, არ დაადასტურა, გაგრძელდება თუ არა ლონდონის მხარდაჭერა 2025 წლის შემდეგ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება მეზობლებთან არსებული სირთულეების გამო არ შეგვიძლია. დაფინანსების ამ სქემაზე ძალიან ვართ დამოკიდებული, ამრიგად, ვიმედოვნებთ გაგრძელდება, რადგან ჩვენი მუშაობის პროცესში ეს უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს ფოლკლენდის ბუნების დაცვის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, ესთერ ბერტამი.

ფოლკლენდის კუნძულებზე სამი სახეობის პინგვინი და 220 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები