საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩენილი NASA-ს ორი ასტრონავტი დედამიწაზე ბრუნდება.
ბაჩ უილმორი და სუნი უილიამსი, რომლებიც უკვე 9 თვეა კოსმოსში იმყოფებიან, ამ დრომდე შემცვლელ ასტრონავტებს ელოდნენ.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მათი შემცვლელი ასტრონავტები უკვე მივიდნენ, რის შემდეგაც უილმორსა და უილიამსს დედამიწაზე დაბრუნება შეუძლიათ. მათ დაბრუნებაში რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური სააგენტო მუშაობს.
ისინი დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით ბრუნდებიან, ხოლო მათ თან ახლავთ NASA-ს ასტრონავტი ნიკ ჰეიგი და როსკოსმოსის კოსმონავტი ალეკსანდრ გორბუნოვი.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ასტრონავტები უილმორი და უილიამსი, კოსმოსში შედარებით მცირე დროით უნდა დარჩენილიყვნენ, როდესაც 2024 წლის ივნისში ისინი Boeing-ის ახალი ხომალდის Starliner-ის კაფსულით კოსმოსში გაემგზავრნენ.
თუმცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისასვლელად Starliner-ს მრავალი პრობლემა შეექმნა და NASA-ში გადაწყვიტეს, რომ იმავე ხომალდით დედამიწაზე დაბრუნება საშიში იყო.
შესაბამისად, ხომალდი დედამიწაზე ცარიელი დაბრუნდა, ხოლო ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე დარჩნენ.
ასტრონავტები დედამიწაზე მექსიკის ყურეში სამშაბათს ჩამოფრინდებიან.