მთავარიამერიკააშშ„ბევრის წაკითხვა მოგიწევთ” - დონალდ ტრამპი „კენედის ფაილების” გასაჯაროებას გეგმავს

„ბევრის წაკითხვა მოგიწევთ” – დონალდ ტრამპი „კენედის ფაილების” გასაჯაროებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 მარტს ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაასაჯაროებს. კენედის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა კონსპირაციული თეორია საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

„ჩვენ ახლა კენედის ცენტრში ვიმყოფებით. ვაპირებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძველი დიდება დავუბრუნოთ, თუმცა პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის უცნობ ფაილებს გავასაჯაროებთ. ხალხი ამ ყველაფერს ათწლეულობის განმავლობაში ელოდა“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტი გეგმავს, გაასაჯაროოს დაახლოებით 80 000 ფაილი, რომლებიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობას ეხება.

„დაახლოებით, 80 000 ფაილი იქნება და დამიჯერეთ, მოგიწევთ, რომ ძალიან ბევრი იკითხოთ. ამასთანავე, არ ვაპირებთ, რომ რამე შევცვალოთ, ან დავარედაქტიროთ. ამერიკელები ყველა საბუთის ორიგინალ ვერსიას იხილავენ“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

დოკუმენტში FBI-ს დირექტორი ჯონ ედგარ ჰუვერი საუბრობს ჰარვი ლი ოსვალდის მკვლელობის შესახებ. დოკუმენტი თარიღდება 1963 წლის 24 ნოემბრით, ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში Copyright AP Photo/Jon Elswik

ეს იდეა დონალდ ტრამპს იანვარში, თანამდებობის დაკავების შემდეგ გაუჩნდა და სწორედ მაშინ მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას კენედის ფაილების გასაჯაროების შესახებ.

თუმცა მას უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს და სამომავლოდ აპირებს, გამოაქვეყნოს რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებთან დაკავშირებული ფაილებიც.

მისი პოზიციაა, რომ მკვლელობებიდან ათი წლის შემდეგ ამერიკელმა ხალხმა სიმართლე იცოდეს.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ყოფილ საზღვაო ქვეით ლი ჰარვი ოსვალდს, რომელიც დანაშაულს უარყოფდა, დაკავებიდან რამდენიმე დღეში, პოლიციის განყოფილებიდან საპატიმროში გადაყვანის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend