კატეგორიები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი შენობის ორი სართული ნაწილობრივ განადგურდა.

შემთხვევა შაბათს, 15 მარტს მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.

თავდასხმა მოჰყვა აშშ-ის მცდელობას კიევი და მოსკოვი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე დაითანხმოს.

პარალელურად, საკადრო ცვლილებებია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. კერძოდ, შტაბის ახალ ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ანდრი გნატოვი დაინიშნება.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის საიტი ავრცელებს. ის ჩაანაცვლებს ანატოლი ბარგიელევიჩს, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის პოზიციაზე გადაინაცვლებს და არმიაში მიმდინარე რეფორმებს გააკონტროლებს.

Related news
კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს
სხვა ამბები