მთავარიდღის ამბებიმიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა 12,5 წლით განესაზღვრა

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა 12,5 წლით განესაზღვრა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ ოთხ პირს აქვს წაყენებული, თუმცა ისინი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულნი.

ქვეყნის ექსპრეზიდენტს, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე რვაწლიანი სასჯელიც დაემატა და ჯამში, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ გვიტოვებს ვარაუდისთვის სივრცეს. როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა – რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა, საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია“, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება ახლა მხოლოდ 7 ნოემბრის საქმეზე გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend