მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ესპანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

კანტაბრიაში, ცენტრისტულ-მემარცხენე PSOE-ს პარტიის კონგრესზე, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთმა სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს რუსეთის საზღვრებზე მდებარე ქვეყნებს, რადგან მოსკოვი კვლავ უქმნის საფრთხეს დემოკრატიასა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგს.

„საკითხი მხოლოდ ომს ან შეჭრას არ ეხება. აქ გაცილებით უფრო სერიოზული რამ დევს სასწორზე, საუბარია მრავალმხრივი წესრიგის საფრთხეზე“, – განაცხადა პედრო სანჩესმა  დასკვნით ღონისძიებაზე. მან ასევე აღნიშნა,  რომ ეს არის სისტემა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული.

ესპანეთის ლიდერის თქმით, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა მთავარი მიზანი უნდა იყოს,  მაგრამ არა იმ ფასად, რომ აგრესორი წახალისდეს, რადგან ეს მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ აგრესიას გაუხსნის კარს.

მან ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ უკრაინას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის არჩევანს.

ამასთან, პედრო სანჩესმა  აღიარა, რომ ევროპის ქვეყნებს უსაფრთხოების განსხვავებული  გამოწვევები აქვთ: „ევროპის აღმოსავლეთ ნაწილის დაცვა აბსოლუტურად განსხვავდება იმ უსაფრთხოების გამოწვევებისგან, რომლებიც ესპანეთში გვაქვს“.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დაეხმარება მათ, ვინც საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენ არ გვექნება ფიზიკური თავდასხმის საფრთხე რუსეთისგან, როგორც ეს შესაძლებელია ბალტიისპირეთის ან სკანდინავიის ქვეყნებისთვის, მაგალითად, ფინეთისთვის. ამ ქვეყნებს ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ, რომ ერთად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოების შესაძლებლობები, რათა რუსეთი შევაჩეროთ,“ – განმარტა მან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ესპანეთს ნაკისრი აქვს პროევროპული ვალდებულება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend