კატეგორიები

ფრანგულ-უზბეკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ემანუელ მაკრონმა შავკათ მირზიიოევს უმასპინძლა

ფრანგულ-უზბეკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ემანუელ მაკრონმა შავკათ მირზიიოევს უმასპინძლა

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი სამუშაო ვიზიტით უკვე მესამედ ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. მანამდე იგი 2018 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ეწვია საფრანგეთს.

პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში ოთხშაბათს, 12 მარტს, გაიმართა. ემანუელ მაკრონი თავის უზბეკ კოლეგას 13 მარტამდე უმასპინძლებს.

ორმა ლიდერმა და დელეგაციის სხვა წევრებმა მოგვიანებით ელისეის სასახლეში გადაინაცვლეს, რათა განეხილათ უზბეკეთ-საფრანგეთის ურთიერთობები. ძირითადი აქცენტი კი ვაჭრობასა და ეკონომიკაზე გაკეთდა. საუბარი შეეხო ფრანგულ კომპანიებსა და ბიზნესთან თანამშრომლობის წახალისებასაც.

„ვიზიტის პირველი შედეგის ფარგლებში მირზიიოევმა და მაკრონმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, – ნათქვამია უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე  დოკუმენტს, მათ შორის სპეციალისტებისა და სტუდენტების მობილობაზე, დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის ორმხრივი ვიზის გაუქმებისა და ასევე 6,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის შესახებ.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეთანხმება გაფორმდა განათლების, ფინანსების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, კულტურისა და სხვა სფეროების მიმართულებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ტაშკენტი ტრადიციულად ინარჩუნებს კავშირს მოსკოვთან, ბოლო წლებში, პრეზიდენტ მირზიიოევის მმართველობის პირობებში, უზბეკეთი ცდილობს რეფორმების გატარებასა და დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება
სხვა ამბები