საუდის არაბეთში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მსოფლიო მოსკოვის პასუხის მოლოდინშია. ევროპელი ლიდერები პოზიტიურად აფასებენ აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობის დარეგულირებას და ამბობენ, რომ ბურთი ახლა სწორედ რუსეთის მოედანზეა.
არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და როგორი იქნება ტრამპის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუკი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს?
თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ალტე უნივერსიტეტის” პროფესორმა ლევან სიხარულიძემ ისაუბრა.