ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადისთვის ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს და მათ ავტოინდუსტრიას დახურვით ემუქრება.
ტრამპის თქმით, ნიუ-იორკში, მინესოტასა და მიჩიგანში ონტარიოს მიერ დაწესებულ 25%-იან გადასახადს ელექტროენერგიაზე თავადაც უპასუხებს, კანადის ელექტროენერგიაზე 25%-იანი ტარიფით. ეს ყველაფერი კი, კიდევ უფრო გაზრდის ხარჯს ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით ჩრდილოეთ შტატებში, რომლებიც კანადის ელექტროენერგიას იყენებენ.
გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ კანადურ ფოლადსა და ალუმინზე კიდევ უფრო დიდ ტარიფებს დააწესებს.
„ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი და, შესაბამისად, ყველანაირი ტარიფიც გაქრება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.