უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 მარტს რუსეთის ფედერაციას მასიურად შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით – ფაქტს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ ღამეს კრემლის არმიამ 337 უკრაინული დრონი მოიგერია.
უწყება აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი იერიში მოსკოვის ოლქზე იყო. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
კრემლის თავდაცვის უწყება კი იერიშების შედეგად მიყენებულ ზარალზე კვლავ არ საუბრობს, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული იერიშები საერთო ჯამში რუსეთის ფედერაციის 9 ოლქში განხორციელდა.
გასული ღამე რთული იყო უკრაინისთვისაც. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყება აცხადებს, კრემლის არმიამ უკრაინაზე ირანული წარმოების 126 დამრტყმელი დრონით მიიტანა იერიში.
იერიშში განხორციელდა ბალისტიკური საშუალებებითაც. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება ჰაერში განადგურდა 79 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ – ემ“-ი.
რუსული იერიშების შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, დონეცკის, ხარკივის, სუმისა და კიევის რეგიონები დაზარალდნენ.