აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროსთან სატვირთო გემი აშშ-ს სამხედროებისთვის განკუთვნილი რეაქტიული საწვავის ტანკერს შეეჯახა. ორივე გემს ცეცხლი წაეკიდა. საწვავი ჩრდილოეთის ზღვაში ჩაიღვარა.
გემის კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრი დაკარგული იყო, თუმცა მოგვიანებით ყველა იპოვეს და გადაარჩინეს.
შეჯახების შემდეგ დაიწყო საგანგებო სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ნავები, სანაპირო დაცვის ავიაცია და კომერციული სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
“ორივე გემზე უნდა ყოფილიყო მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც შეაფასებდა შეჯახების რისკს და ეკიპაჟს წინასწარ გააფრთხილებდა. გარდა ამისა, ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან, მუდმივად აკონტროლონ ეს სისტემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც არასწორად მოხდა. ნისლიან ამინდში მორიგეობით მეთვალყურეობა სტანდარტული პრაქტიკაა სავაჭრო გემებზე”, – განაცხადა კაპიტანმა კრეიგ მურმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სატვირთო გემის ეკიპაჟმა, სავარაუდოდ, არ დაიცვა საერთაშორისო საზღვაო რეგულაციები და სათანადოდ არ გააკონტროლა გემის მოძრაობა.
მეცნიერების შეფასებით, ინციდენტს გარემოზე დიდი გავლენა არ ექნება.
