კატეგორიები

ქალაქ სუჯაში რუსული სამხედრო ძალები უკრაინულ ჯარებს თავს დაესხნენ

ქალაქ სუჯაში რუსული სამხედრო ძალები უკრაინულ ჯარებს თავს დაესხნენ
უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯაში რუსეთის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ უკრაინულ ჯარებს.

რუსულმა ძალებმა გამოიყენეს დაახლოებით ერთ-ნახევარი მეტრი სიგანის უმოქმედო გაზსადენი, რომლითაც ბოლო დრომდე რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს აწვდიდა.

კრემლის მომხრე ბლოგერები „ტელეგრამზე“ აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა გაზსადენით დაახლოებით 15 კილომეტრი გაიარეს და თავდასხმამდე აქ რამდენიმე დღეც გაატარეს. ბლოგერები ამტკიცებენ, რომ ამ გზით რუსმა სამხედროებმა ქალაქში შეაღწიეს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დივერსიული ჯგუფები „დროულად აღმოაჩინეს“ და მათ რაკეტებითა და არტილერიით უპასუხეს. გენერალური შტაბის თქმით, სუჯაში მტრის დანაკარგები ძალიან დიდია.

რუსულმა ძალებმა გააძლიერეს თავიანთი კამპანია კურსკის ოლქიდან უკრაინელების განსადევნად. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, რუსეთი ანადგურებს ხიდებს საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ, რათა ხელი შეუშალოს უკრაინის სამხედრო ძალებს კურსკის ოლქიდან უკრაინაში უკან დასახევად.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები