კატეგორიები

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ. ირანული მედიის ცნობით, მანევრები თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო მანევრებს მართავს. მათი გაცხადებული საგარეო პოლიტიკა კი “აშშ-ის ჰეგემონიასთან” დაპირისპირებას გულისხმობს.

წვრთნები ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გაიმართება და მიზნად ისახავს “რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და მონაწილე ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას”.

წვრთნებში დამკვირვებლების სახით მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკა, ომანი, ყაზახეთი, პაკისტანი, კატარი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და შრი-ლანკა.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები