კატეგორიები

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსულ საჰაერო იერიშებს 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსულ საჰაერო იერიშებს 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე საჰაერო იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად რვა ხუთსართულიან კორპუსსა და ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, პლატფორმა X-ზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, ადგილზე სამაშველო სამსახურების მისვლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი იმასაც წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სამაშველო სამსახურების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ისროლეს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა.

ასევე უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკივის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები