უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები მომავალ კვირას საუდის არაბეთში განახლდება.
ოფიციალურ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორშაბათს ის გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც შეხვდება პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.
შეხვედრის შემდეგ უკრაინული დელეგაცია საუდის არაბეთში დარჩება და მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს.
შეხვედრა თეთრ სახლში ხმაურიანი კამათით დასრულდა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარება, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა დროებით შეწყვიტა.
თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, ახლა უკრაინა მზადაა, რომ მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩაერთოს.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა დონალდ ტრამპს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ეს კარგ და პირველ პოზიტიურ ნაბიჯად აღიქვა. ახლა ჩვენ განვიხილავთ უკრაინელებთან შეხვედრის საკითხს და ის შესაძლოა ერ-რიადში ან ჯიდაში გაიმართოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანი მშვიდობის შეთანხმების ჩარჩოს შექმნა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა”- განაცხადა დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, უკრაინა მოლაპარაკებებზე მხოლოდ შექმნილი გარემოებების გამო თანხმდება. მისი თქმით,
იგივე ეხება რუსეთსაც, თუმცა დეტალურად აღარ განუმარტავს, რას გულისხმობდა.
“კარგი, ვფიქრობ, რაც მოხდება ის არის, რომ უკრაინა შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რადგან, ჩემი აზრით, მათ სხვა გზა არ აქვთ. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთსაც უნდა შეთანხმება, ოღონდ განსხვავებული გზით – და მხოლოდ მე ვიცი ეს გზა – მათ სხვა არჩევანი არ აქვთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ბრიუსელში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა, ევროპელმა ლიდერებმა იმსჯელეს ის შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასა და კიევის, ასევე კონტინენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს კი მაშინ ხდება, როცა უკრაინის მიმართ ვაშინგტონის