მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი ფრანგი კოლეგის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა

ვლადიმერ პუტინი ფრანგი კოლეგის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა

მაკრონმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა მის განცხადებას და  პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონს შეადარა.

რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული სამხედროების დედებთან და ქვრივებთან გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა.

“ზოგიერთი მაინც ვერ ისვენებს. კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ნაპოლეონის დროში სურთ დაბრუნება, თუმცა ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მართალია, პუტინს მაკრონი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა აშკარაა,  რომ სწორედ მას ადარებდა  საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს, რომელმაც 1812 წელს რუსეთის დაპყრობა სცადა, თუმცა დამარცხდა.

ამავდროულად, ბრიუსელში ევროპელი ლიდერები საგანგებო სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ევროპის ბედი და უკრაინაში მიმდინარე ომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend