დასაქმების კვირეული

10-16 მარტს ილიაუნიში დარგობრივი დასაქმების კვირეული გაიმართება

10-16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დარგობრივი დასაქმების პირველი კვირეული გაიმართება ჯანდაცვის მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.

მასტერკლასების, საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრების პარალელურად, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან დასაქმების მაძიებლებს და მათ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის “განათლება უკეთესი დასაქმებისათვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში” ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ეკა პაატაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend