კატეგორიები

„ახლავე დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან!” – დონალდ ტრამპი

„ახლავე დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან!” – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი სანქციებით ამჯერად რუსეთს ემუქრება. სოციალურ ქსელში წერს, რომ განიხილავს, ფართომასშტაბიანი სანქციები დაუწესოს რუსეთს.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლაც აგრძელებს იერიშებს უკრაინის ფრონტის ხაზზე, მე სერიოზულად განვიხილავ ფართომასშტაბიანი სანქციებისა, მათ შორის საბანკო სანქციების და ტარიფების დაწესებას რუსეთისთვის მანამ, სანამ არ შეწყდება ცეცხლი და საბოლოოდ არ მიიღწევა სამშვიდობო შეთანხმება”.

ამასთან, ტრამპი მოუწოდებს კიევსა და მოსკოვს, მოლაპარაკებები სასწრაფოდ დაიწყონ.

„მივმართავ რუსეთსა და უკრაინას, ახლავე დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიან არ არის. გმადლობთ!!!” – დაწერა დონალდ ტრამპმა.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები
სხვა ამბები