მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმეწარმე ქალების გამოფენა

მეწარმე ქალების გამოფენა

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების მხარდამჭერ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალების მიერ შექმნილ ნაწარმს გაეცნონ და ადგილზევე შეიძინონ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები, სასმელი, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვა პროდუქტები. სულ მასში 30 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან შუბაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend