უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არის „პოზიტიური ძვრები“ და ორივე მხარემ დაიწყო მუშაობა მომავალი შეხვედრისთვის.
პლატფორმა X-ზე თავისი ყოველდღიური ვიდეომიმართვის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი შტაბის უფროსი ანდრიი ერმაკი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცს ტელეფონით ესაუბრა იმ იმედით, რომ მომავალი კვირისთვის გარკვეული შედეგი დაიდება.
ერმაკმაც დაადასტურა, რომ ესაუბრა უოლცს. მათ იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა გადაიდგას და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებში პოზიციების შეჯერებასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოთხშაბათს, 5 მარტს, ბრიუსელის სამიტის წინ, დიდი მასშტაბის საერთაშორისო სამუშაო შესრულდა. იგი ესაუბრა ნიდერლანდების, პორტუგალიის, სლოვენიისა და გერმანიის ლიდერებს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
A lot of international work today – I spoke with the Prime Ministers of the Netherlands @MinPres, Portugal @LMontenegropm, and Slovenia, as well as with the Chancellor of Germany @Bundeskanzler. Thank you for all the support.
We are preparing for the EU summit, which will take… pic.twitter.com/9ANiOnmOmK
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2025
ეს მოვლენები მას შემდეგ ვითარდება, რაც შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ომით განადგურებულ ქვეყანას რუსი დამპყრობლების მოგერიებაში ეხმარებოდა.
ოთხშაბათს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ აჩერებს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ისინი ამ ურთიერთობის ყველა ასპექტის გადახედვას გეგმავენ.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჯონ რეტკლიფის თქმით, ეს ერთგვარი „პაუზაა”, რომელიც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის დაძაბულმა შეხვედრამ გამოიწვია. რეტკლიფმა განაცხადა, რომ ტრამპს სურდა, დარწმუნებულიყო, რამდენად სერიოზულად იყო განწყობილი ზელენსკი მშვიდობასთან დაკავშირებით.
„სამხედრო და სადაზვერვო ფრონტზე არსებული პაუზა დასრულდება და ვფიქრობ, ჩვენ ისევე ვიმუშავებთ უკრაინასთან მხარდამხარ, როგორც უწინ“, – თქვა რეტკლიფმა.
ინფორმაცია რუსეთის განზრახვებისა და სამხედრო გადაადგილების შესახებ უკრაინის თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ხოლო აშშ-სა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისთვის მხარდაჭერის მტკიცე ინდიკატორი.
პაუზა მოჰყვა ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ შეცვალა მან აშშ-ის ურთიერთობა ახლო მოკავშირეებთან და ასევე შეარბილა მიდგომა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ იმით, რომ ზელენსკის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა.
