მთავარიევროპაუკრაინაემანუელ მაკრონის საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ემანუელ მაკრონის საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

ემანუელ მაკრონის ვიდეომიმართვის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა.

„მადლობელი ვარ ემანუელ მაკრონის, მისი ნათელი ხედვისა და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის. მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა უბრალოდ სიტყვა. მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო და გრძელვადიანი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას ძალისხმევას, ვინც მხარს უჭერს უკრაინასა და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით უახლოეს დღეებში ერთობლივი მუშაობის დაწყებას მშვიდობისკენ ნაბიჯების გადასადგმელად”, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend