ოდესაში, შავი ზღვის საპორტო ქალაქში, გვიან ღამით დრონებით თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები, რამაც ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ სუმისაც შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა აქ დაშავებულები არ არიან.
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. მისი მიზანია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს, რასაც საბოლოოდ ომის დასრულება მოჰყვება.