კატეგორიები

უკრაინული მხარე განაგრძობს უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასა და წარმოებას

უკრაინული მხარე განაგრძობს უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებასა და წარმოებას
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ადგილას უკრაინაში წარმოებული შორ მანძილზე მოქმედი დრონის გასაშვებად ემზადებიან. ამ კამიკაძე დრონებს 2000 კილომეტრამდე შეუძლიათ ფრენა.

დრონის ოპერატორის თქმით, ამ უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, გაანადგურონ რუსეთის სიღრმეში არსებული სამხედრო ობიექტები, რომლებიც რუსეთის არმიას სხვადასხვა სახით ეხმარებიან და სამხედრო აღჭურვილობითაც ამარაგებენ.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ უკრაინამ თანამედროვე ომის ისტორიაში ახალი ეტაპი წამოიწყო შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ჰქონოდათ რაკეტები და თვითმფრინავები, თუმცა ვინაიდან არ აქვთ, მათ შეძლეს და შექმნეს უკრაინული წარმოების დრონი, რომელსაც იმ დავალებების შესრულება შეუძლია, რომლებსაც რაკეტები და თვითმფრინავები ასრულებენ. მისი აზრით, არ უნდა შეჩერდნენ. ეს საშუალებები  აძლევს სამხედროებს შესაძლებლობას, გააგრძელონ ბრძოლა, რომელსაც 11 წელია აწარმოებენ მტრის წინააღმდეგ. იგი კმაყოფილებას გამოთქვამს  იმის გამო, რომ აქვთ ისეთი იარაღი, რომლითაც ისევ შეძლებენ შეწინააღმდეგებას.

უკრაინის ყურადღება ახლა მიპყრობილია ქვეყნის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი დრონების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.  ეს იყო ის აუცილებლობა, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დასავლელმა მოკავშირეებმა აღარ მისცეს უფლება უკრაინას,   მათ მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით იერიში მიეტანათ რუსეთში არსებულ სამიზნეებზე.  კიევი სტაბილურად ავითარებს ამ შესაძლებლობებს. ამ დრონებს შეუძლიათ რუსეთის სიღრმეში შეღწევა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა თუ მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების განადგურება.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები